კელი დეგნანი - შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ხდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარებით.

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, კონფლიქტი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც კელი დეგნანი ამბობს, ამაზე განცხადება უკვე გააკეთეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

„ ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, ეს კონფლიქტი არის ძალიან საშიში და იგი აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. არსებობს ამისთვის მექანიზმები და ისინი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, სანამ კიდევ გამძაფრდება აღნიშნული კონფლიქტი, უკვე არის მსხვერპლი, ეს ნამდვილად ტრაგიკულია და არ უნდა მოხდეს ამის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა