ნინო ლომჯარია - აშშ-ის ელჩი დაინტერესდა, თუ აწყდება ბარიერებს სახალხო დამცველის აპარატი საქმიანობის დროს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად თემაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის საქართველოში ადამიანთა უფლებების პრობლემაზე, საქართველოს საარჩევნო გარემოსა და სასამართლო სისტემაზე.

მისივე თქმით, ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა იმით, აწყდება თუ არა რაიმე ბარიერებს სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი საქმიანობის განხორციელების დროს.

,,შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე ამერიკის ელჩს მისი პოზიტიური წვლილისთვის საქართველოში, მათ შორის პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვისაუბრეთ ადამიანთა უფლებების პრობლემაზე, საარჩევნო გარემოზე, სასამართლო სისტემაზე და განსაკუთრებით ელჩი დაინტერესდა იმით, თუ აწყდება რაიმე ბარიერებს სახალხო დამცველის აპარატი საქმიანობის დროს. ელჩმა გამოხატა მხარდაჭერა სახალხო დამცველის ოფისისადმი და განსაკუთრებული ინტერესი ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მან ამერიკის ელჩს წინა წლების განმავლობაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია.

„ელჩს აინტერესებდა რა იქნებოდა სახალხო დამცველის როლი წინასაარჩევნო პერიოდი და როგორი მოლოდინი გვაქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ წარსულ გამოცდილებაზე, იმაზე, რომ ყველაზე პრობლემატური წინა საარჩევნო გარემოს დროს იყო ზეწოლა ამომრჩეველზე, ვისაუბრე იმაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ დაშინების და ზეწოლის ფაქტებზე, ასევე იდენტიფიცრებული გვაქვს არაერთი მოსყიდვის შემთხვევა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის მხრიდან საზოგადოებისთვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, „როცა სასამართლო სისტემაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული საკითხები“.

,,მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი შეხვედრა სახალხო დამცველთან, მართლაც მათი როლი მონიტორინგის კუთხით ნამდვილად არის მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარების და გაღრმავების კუთხით. ის არაჩვეულებრივი საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი დაბალანსებული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული საკითხები, მათი როლი კიდევ უფრო იზრდება. ნამდვილად მინდა საქებარი სიტყვები გამოვხატო მათი ერთგულებისთვის და მათი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა