მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში მძევლები აიყვანა, პოლიციის დრონს ესვრის

უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცი, რომელმაც ავტობუსით ადამიანები მძევლად აიყვანა, პოლიციის დრონის ჩამოგდებას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ის დროდადრო დრონის მიმართულებით ისვრის.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ტერორისტმა ვერტმფრენის მიმართულებით ისროლა, რომელსაც უკრაინის უშიშროების სამსახური იყენებს.

მისი ინფორმაციით, დამნაშავემ რამდენიმეჯერ ისროლა დრონის მიმართულებით, შემდეგ კი ავტობუსიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა გადმოაგდო, რომელიც მაშინვე აფეთქდა.

გერაშენკოს თქმით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა