ჯანდაცვის მინისტრი - რა მიდგომა იქნება ბაზრობებსა და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ

ბაზრობაზე დასაქმებული პირებისთვის კორონავირუსზე შერჩევითი ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიდგომა იქნება ბაზრობებთან და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, რომლებშიც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.

„ბაზრობებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიწყებთ შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების. ასევე, საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებით და ასევე იმ რეგიონთან მიმართებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით მნიშვნელოვნად საყურადღებოა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ