კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პრესის ჯიხურები განთავსდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცახდებით, თბილისში განთავსდება პრესის ჯიხურები, რომელთა ვიზუალი ქალაქის ურბანისტიკასთან შესაბამისი იქნება.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯიხურებში სხვა სახის პროდუქტის გაყიდვა არ მოხდება. კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს საკითხზე მუშაობა და აუქციონის გამოცხადება დაავალა.

„ჩვენთვის მიუღებელია ქალაქში ცენტრალურ ქუჩებზე და მნიშველოვან ქუჩებზე ჯიხურების არსებობა- განთავსება.

მე მინდა ვისაუბრო მიმართულებაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება პრესის ჯიხურებს, რომელიც, რა თქმა უნდა, კონკურენციას ვერ უწევს ჯიხურებს, რომელიც სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობენ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას შევუწყოთ ხელი, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც ჩვენ განვათავსებთ პრესის ჯიხურებს, რომლის დიზანი, ვიზუალი იქნება შეთანხმებული ჩვენს შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩაჯდეს ჩვენი ქალაქის ურბანისტიკაში, რომ განსხვავებული სურათი არ მივიღოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა