სომხეთში, 24 საათში კორონავირუსის 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 693-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 678 -მდე გაიზარდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი მედიკოსია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 24 766 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 032 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს