სამინისტრო - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG ფარგას ბუნებაში დაბრუნების პროექტს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მდინარე მაშავერაში თევზის სახეობა ფარგას გაშვების პროცესს დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული სახეობის თევზი საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობების ბუნებაში დაბრუნებისა და აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს სამინისტროში შემავალ უწყებასთან, ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად.

„ფარგას მდინარეში დაბრუნების პროცესი, სიმბოლურად, მაშავერას მდინარით დავიწყეთ. მაშავერა არის მდინარე, რომელიც ისე იყო დაბინძურებული, რომ წლების განმავლობაში მასში ცოცხალი ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ გვხვდებოდა. სამინისტროს ძალიან მკაცრი მიდგომით, კომპანიისთვის RMG განსაზღვრული მიწერილობით, მოვახერხეთ დაბინძურების ძირითადი კრიტიკული წყაროების აღმოფხვრა. ეს პროცესი, წარიმართა სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით და კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG, ჟურნალ „ველურ ბუნებასთან” ერთად, საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზის - ფარგას დაბრუნების პროექტს ახორციელებს.

ფარგას რეინტროდუქცია მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და „განვითარება და გარემოს“ ხელშეწყობით მოხდა. თევზის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა, შემოყვანილ იქნა 1000-მდე მცირე ზომის ფარგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყების „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ, ქართველი იქთიოლოგების დახმარებით, პირველად მოხდა ფარგას გამრავლება.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა სანქციების კუთხით კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთის საშუალებას გაზრდის.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ავლენს დარღვევებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. იმედი გვაქვს, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება ბუნების დაცვას”, - განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის