23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი - მოკლეს! თავის მოსაკლავად ფონიჭალიდან თეთრიწყაროში შეიძლება წამოსვლა, იმდენი ადგილი გვაქვს?!

მოკლეს. თავის მოსაკლავად ფონიჭალიდან აქ შეიძლება წამოსვლა, იმდენი ადგილი გვაქვს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობლებმა განუხადეს.

ისინი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც 23 წლის გოგონა საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

„ეს არც კორონაა და არც თვითმკვლელობა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არ ვარ გამომძიებელი, არ ვარ ინსპექტორი და გახედეთ მანქანა როგორაა შესული. დრონი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, უღრანი ტყე ხომ არაა, ეს არის ჩვეულებრივი თხილნარი. გამოიყვანეს სახლიდან, ეს ისეთი ბავშვი იყო, ქუჩაში არ გამოდიოდა. შეყვარებული არ ჰყავდა, არავინ არ ჰყავდა. ეს ბავშვი გარეთ არ გვინახავს. ზედმეტად გამოსული იყო, უნივერსიტეტი, სახლი, მერე წავიდა საფრანგეთში სასწავლებლად, ისიც არ ვიცოდი, რომ ორ სამსახურში მუშაობდა. კომპანია „ზეგში“ მუშაობდა. მოკლეს. თავის მოსაკლავად ფონიჭალიდან აქ შეიძლება წამოსვლა? იმდენი ადგილი გვაქვს. უკონფლიქტო ბავშვი იყო. წუხელ რომ გადავკეტეთ გზა, ვთქვით, რომ ჩვენი ძალებით მოვძებნიდით, რომ მოვემზადეთ წამოსასვლელად, ასეთი ამბავი დაგვახვედრეს,“ - განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

იხილეთ ვიდეო:გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ვერსიებზე საუბრობს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი