შაქარაშვილის საქმის მე-20 ახალ ტომში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ანა გაბეჩავას პირადი მიმოწერაა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის მე-20 ახალ ტომში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ანა გაბეჩავას პირადი მიმოწერაა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იუბილარ ანა გაბეჩავასთან პირად მიმოწერაში ამბობს, რომ თავდაპირველად, როცა მათთან მანქანა გაჩერდა, შავი ფერის იყო, მეორე მანქანა კი, თეთრი.

ანა გაბეჩავას კითხვაზე, ცემეს თუ არა გიორგი შაქარაშვილიც, ბრეგვაძე პასუხობს, რომ „ზუსტად ყველაფერი არ იცის, რადგან მას არავინ მისდევდა“. მისივე თქმით, პოლიცია მაშინვე გამოიძახა, თუმცა, არ მივიდნენ.

„ეგრევე გამოვიძახე და არ მოვიდა... ხიდზე გარბოდა სამი ტიპი და ორი თუ სამი ტიპი მისდევდა, არ ვიცი სახელები და არც ის ვიცი ვინ, სად წავიდა. ნომრებიც ვერ გავარკვიე რომ დამერეკა დამენახა... ერთი, თეთრი „მერსედესი“ იყო, ორჯერ მოვიდნენ“, - ამბობს ბრეგვაძე.

გაბეჩავას კითხვაზე, 10 წუთში მისული მეორე მანქანა დაინახა თუ არა, ბრეგვაძე პასუხობს, რომ ღამე ფერს ვერ დაინახავდა.

„შეიძლება ანუ „მერსედესი“ იყო ორივე მაშინ უეჭველი, ერთი თეთრი უეჭველი მახსოვს... ღამე იყო და ნაღდად ვერ დავინახავდი რა ფერის იყო... არ ვხედავდი, რომ გამეხედა დამინახავდნენ... თავიდან რომ გააჩერეს შავი იყო იმენა უეჭველი და მეორე მოსვლაზე თეთრი“, - აცხადებს ბრეგვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა