კომპანია „ზეგ“-ის დირექტორი - თამარ ბაჩალიაშვილს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე, რომ სამსახურიდან მიდიოდა

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მათ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. როგორც კობერიძე აცხადებს, ის ხშირად ამბობდა, რომ სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა უჭირდა.

„არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ძალიან მორიდებული და კარგი გოგო იყო, რომელიც კონფლიქტში არავისთან იყო. სამსახურიდან ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ გაჟღერებულა ის, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწავლობ და ბევრი დრო აღარ მაქვსო. შესაბამისად, ჩემთვის სიუპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე რომ მიდიოდა“,- აცხადებს თამარ კობერიძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

“პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, - აცხადებს თამარ კობერიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

იხილეთ ვიდეო:"იყო რიგითი პროგრამისტი" - კომპანია "ზეგ"-ის დირექტორი თამარ ბაჩალიაშვილზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა