თენგიზ ცერცვაძე - მთელი გარდაბნის დაკეტვის საფუძველი ჯერ არაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, თუ ხვალ და ზეგ ინფიცირების ტენდენცია მატებისკენ შეიცვალა, გარდაბანი ამ შემთხვევაში დაიკეტება.

„რისკი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით და ჩვენი მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უკვე მეხუთე თვეა რისკებს ადეკვატურად აფასებს. გარდაბნის კლასტერთან დაკავშირებით, იგნორირება რომ გავაკეთოთ ეს არ შეიძლება, მაშინ მართლა შეიძლება, იქიდან გავრცელდეს. მეორე მხრივ, ამ გარდაბნის კლასტერის გამო გადაჭარბებული რეაგირება რომ მოხდეს და მთელი გარდაბანი დაიკეტოს, როგორიც იყო მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ჯერ ამის საფუძველი არაა. მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა