თენგიზ ცერცვაძე - იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მცირე მატებას საქართველო დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების შემთხვევათა მატება გარდაუვალი იყო.

„ეს გარდაუვალი იყო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც ინფექციების პიკია და ყოველ დღე ფიქსირდება 500-600 შემთხვევა და საქართველომ, რაც არ უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ვერ არის. ძირითადად ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება, რომ არ შემოუშვა იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც მათგან ვრცელდება.

ახლა გარდაბანია ისეთი,საიდანაც დღეს 10 ავადმყოფი იყო. მთავრობამ, როგორც მას ჩვევია, მყისიერ ზომებს იღებს. დაიწყო გარდაბანში მასობრივი გამოკვლევა იმ სოფლების მთელი მოსახლეობის, სადაც ეს 10 შემთხვევა იყო და მე იმედი მაქვს, ასეთ პატარა მატებებს საქართველოდ დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას",- აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, მთავარია პაციენტებს დროული დახმარება გაუწიონ და რათა მაქსიმალური რაოდენობა განიკურნოს.

"მანამდე პასუხისმგებლობა გადმოვიდა ჩვენზე, კლინიკურ სექტორზე, რატომ გავააქტიურეთ კომუნიკაციები, ვიზიტები კლინიკებში, იმიტომ, რომ როდესაც რაოდენობა იმატებს, იმატებს არა ძალიან, არამედ მცირედ, იზრდება დატვირთა კლინიკურ სექტორზე. ჩვენი მოვალეობაა ამ პაციენტებს გავუწიოთ დროული და ეფექტიანი დახმარება, რათა მაქსიმალური რაოდენობა განიკურნოს და ეს მცირე მატება საქართველოში, რაც გარდაუვალია ჩვენი გარემოცვიდან გამომდინარე, არ გახდეს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დარღვევის მიზეზი, რომელსაც საქართველო პრაქტიკულად უკვე დაუბრუნდა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა