ანა გაბეჩავა არასრულწლოვან ლ.შ.-ს - ერთი უდანაშაულო ბიჭი, გარეთაც რომ არ გამოსულა, დაიკარგა, მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ - არ გეცოდებით საერთოდ?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული იუბილარი ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწოვანს, ლ.შ.-ს დაკავებამდე პირად მიმოწერაში თხოვს უთხრას, თუ სად დატოვეს გიორგი შაქარაშვილი და იჯდა თუ არა ის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, რომელსაც ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა.

აღნიშნული მიმოწერა საქმის მასალების ახალ, მე-20 ტომშია.

„ვერ პოულობენ ... მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ? გიგას მანქანით შენც იყავი? ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, მაგ მანქანაში შენც იყავი?“, - წერს გაბეჩავა არასრუწლოვანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლ.შ. გაბეჩავას პასუხობს - „იქ რა მინდოდა, თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა“.

გაბეჩავა არასრულწლოვანს რამდენჯერმე სთხოვს სიმართლე უთხრას.

„მისმინე, არ მომატყუო. შენც იჯექი მაგ მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს. ძალიან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი „ვაბშე“ უდანაშაულო გარეთაც რომ არ გამოსულა, დაიკარგა, ვერ ვპოულობთ, მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან და პოლიცია დაერევა. არ გეცოდებით საერთოდ?

დაიფიცე, რომ იქ არ მჯდარხარ.... მისმინე, ხუთი ბავშვი მიდიოდა და გიგას მანქანით გადაუდგნენ წინ რკინის რაღაცებით... ასე როგორ გაიმეტეს ბავშვი. იმენა უდანაშაულო იყო. შენ მომიკვდე, ოთახიდან არ გასულა. დაჟე მე ვუთხარი, ჩხუბია გარეთთქო“, - წერს გაბეჩავა ლ.შ.-ს, რაზეც არასრულწლოვანი პასუხობს, რომ მომხდართან შეხება არ ჰქონია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა