თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ანგელოზი ბავშვი ასეთ მდგომარეობაში გინდ მიიყვანოს ვინმემ,  გინდ მოიშოროს, არავის არაფერი შერჩება

გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არავის არაფერი შერჩება.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არაკომპეტენურად და ძალოვანი უწყებებისთვის არსებული მოთხოვნების შეუსაბამოდ ხდებოდა.

„ოჯახის წევრებს აქვთ ბევრი კითხვა კომპიუტერთან დაკავშირებით. ერთი საგამოძიებო ორგანო ეუბნებოდათ, რომ კომპიუტერი გავხსენით, მეორე თანამდებობის პირი იძახდა, ვერ გავხსენით და რაღაც ცუდი ტონალობით ესაუბრებოდნენ. ამასაც დავადგენთ, რატომ შეიქმნა ასეთი პირობა და ძალიან ვაჭრულად და არაკომპეტენტურად, ძალოვანი უწყებებისთვის არსებული მოთხოვნების შეუსაბამოდ ხორციელდებოდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ძალიან ცუდი ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს. ამას ყველაფერს უახლოეს დღეებში დავადგენ და ყველას პირობას ვაძლევ, რომ არავის არაფერი არ შერჩება. ეს დადგინდება. ასეთი ანგელოზი ბავშვი ასეთ მდგომარეობაში გინდ მიიყვანოს ვინმემ ან გინდ მოიშოროს, არავის არაფერი შერჩება“,-აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება მომხდარის შესაძლო კავშირს გარდაცვლილის სამსახურთან, მიხეილ რამიშვილის თქმით, უნდა გაირკვეს ხომ არაა რაიმე შემხებლობა და გარკვეულ კავშირში.

„მისმა ოჯახის წევრებმა ბოლომდე არ იცოდნენ, სად მუშაობდა. როგორც მშობლებმა მითხრეს, თავს იკავებდა, რომ ინფორმაცია სცოდნოდათ მშობლებს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა