შსს-სთან მიმდინარე აქციიდან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს

შსს-სთან მიმდინარე აქციიდან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს.

„სამი ადამიანია დაკავებული, ზუსტად არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ჯერ სამია. სიმბოლურად ერთ წუთიანი პერფორმანსი უნდა გაკეთებულიყო გზაზე და დაბრუნდებოდა ხალხი უკან და დაიწყეს გაწევ-გამოწევა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მისი თქმით, "სისტემა უნდა დაინგრეს და დაინგრევა კიდეც".

ჯერჯერობით უცნობია დაკავებული არიან თუ არა აქტივისტები. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი