შაქარაშვილის საქმის ახალი მოწმე - მაღალი ბიჭი ეკითხებოდა მეორე ახალგაზრდას, „ის ხომ გადააგდეო“ - „შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ, მაგრად დაგვარტყამენო“

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც გამოკითხვაზე განაცხადა, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, შაქარაშვილს ეხებოდა.

კერძოდ კი, მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“.

აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობს.

„როდესაც მე მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“. მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია“,- აცხადებს მოწმე ჩვენებაში.

მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ უბანში აღნიშნული ოთხი პირი არასდროს შეუმჩნევია. თუმცა ნახვის დროს შეუძლია, რომ იცნოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა