სამხრეთ აფრიკაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 572 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში, ბოლო 24 საათში, „კოვიდ 19“-ს კიდევ 572 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც პანდემიის გავრცელების დროიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 400 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 6 000-მდე ადამიანი.

ცნობისათვის, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს კონტინენტის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელმაც ჯერჯერობით მოახერხა, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ახალ ეპიცენტრად არ ქცეულიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა