ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 5 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად, ბატონიშვილის ქუჩაზე სრულდება სამუშაოები - ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მერიის ცნობით, სამუშაოებს კომპანია „მშენებელი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 420 000 ლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა