განათლების მინისტრის მოადგილე მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას დღეს გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო და აპლიკანტებს წარმატება უსურვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გორის საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოქმედ ცენტრებში, პროცესი მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, გორის საგამოცდო ცენტრში 23 ივლისს 200-მდე მასწავლებლობის მსურველმა და 40-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

„მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი