აშშ-ში კორონავირუსის 71 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 195 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 71 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 970 906-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში ბოლო 24 საათში, „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 143 190-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე დღეა ქვეყანაში კორონავირუსის ფატალური შემთხვევების დღიური ზრდა 1000-ს აჭარბებს.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა