თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილის არა წერილები, არამედ ფერადი ფურცლები იპოვეს, სადაც ყოველდღიური ჩანაწერებია

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ გარდაცვლილის არა წერილები, არამედ ფერადი ფურცლები იპოვეს, სადაც ყოველდღიური ჩანაწერებია და მას ანდერძის სახე არ ჰქონია. როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილს საფულეში პლასტიკური ბარათები აღმოჩნდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, უკვე ამოღებულია გარდაცვლილის ტელეფონი, თუმცა ჯერ ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

„ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, თითქოს წერილი აღმოჩნდაო. როგორც გავიგე, ეს ინფორმაცია პოლიციის მხრიდან გავრცელებულა. როდესაც კითხვები დამისვეს, არანაირი წერილი არ ყოფილა. ეს არის პატარა, ოთხკუთხედი ფურცლები. ძალიან ბევრი ფურცელი ჰქონდა თავის საფულეში, სადაც ყოველდღიური ჩანაწერები წერია. ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ გამოიყენეთ ჩემი ანაბრიდან თანხაო. ვისია, ვისი მისამართით წერია, ეს მითითებული არ არის. არც ნომერია მითითებული, არც სახელი და გვარი, ვინ უნდა გამოიყენოს. ყველა პლასტიკური ბარათი საფულეში ჰქონდა. შესაბამისად, როდინდელია და ვისი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და დადგინდება. ამას არანაირი ანდერძის სახე არ ჰქონია. ტელეფონი ამოღებულია, მაგრამ ჯერ ექსპერტიზა არ ჩატარებულა“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომლითაც შსს-ს მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირებულობა დაავალა, ფიქრობს თუ არა ის, რომ საქმეზე გამოძიება დროულად და ობიექტურად წარიმართება, ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„თუ პრემიერმა მოითხოვა, ვალდებულება იქონიონ და გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ვიმედოვნებ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა