მთავრობა უახლოეს მომავალში, დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებების წარდგენას გეგმავს

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურს, სწორი მიზნობრიობების განსაზღვრის მიმართულებებით საკუთარი წინადადებები წარუდგინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ - ფინანსთა მინისტრმა.

აგრეთვე, განიხილეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმდინარეობა. ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამში, 685 986-მა ადამიანმა მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:მთავრობა უახლოეს მომავალში, დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებების წარდგენას გეგმავს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ