კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა. BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ამიერიდან მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ცვლილება ასევე შეეხება ბანკებს და სახლში მიტანის სერვისებს. პირები, რომლებიც კანონს დაარღვევენ 100 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებიან.

როგორც ცნობილია, პირბადის ტარებისგან თავისუფლებიან 11 წლამდე მოზარდები და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები. ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 297 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 45 500 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა