ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროექტს „როგორ შევქმნათ სტარტაპი“ იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შემდეგი ქალაქებიდან: ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, კასპი. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია, მსოფლიო ტრენდების გაცნობა და მათი იდეების განხორციელების ხელშეწყობა.

„კურსის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვა და დისკუსიები, ფინალური პრეზენტაციები და ა.შ. პროექტი ხორციელდება Kings Georgia - თან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები, რომელთაც სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონალურ ტექნოპარკებში.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია https://forms.gle/tgEz9EcSSXsFx5Bj9. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 9 აგვისტოს 23:59 საათამდე. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 მონაწილე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა