გია ვოლსკი - თუ ვინმე დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს "ფრონტერას" წარმომადგენლობაა

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ ვინმე დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს "ფრონტერას" წარმომადგენლობაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონისთვის თვალის ახვევა და თვალში ნაცრის შეყრა მათი სტილი არ არის.

"რეალურად საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და ისინი რეალურად აწარმოებენ სამუშაოებს კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს არის 50 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელზეც ისინი ოპერირებენ. იყო ათჯერ მეტი ტერიტორია, სადაც არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა და ხელშეკრულება არაერთგზის შეიცვალა 20 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ვინმე ვაშინგტონისთვის განცხადებას აკეთებს და მითუმეტეს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს სწორედ "ფრონტერას" წარმომადგენლობაა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, "ფრონტერამ" ლობისტების დახმარებით შეძლო გარკვეული ჩრდილი მიეყენებინა საქართველო-აშშ- ს, კერძოდ კი, კონკრეტული კონგრესმენების ჯგუფთან ურთიერთობას.

"240 000 დოლარი აქვს დახარჯული "ფრონტერას" ლობისტურ საქმიანობაში, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო და გარკვეული ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულად "ფრონტერას" საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული კონგრესმენების ჯგუფთან ურთიერთობებს და ამავე დროს არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს იმ მხარემაც, რომელიც შესაბამისი ვერდიქტის მიხედვით უნდა მოქმედებდეს, რაც გამოიტანა საერთაშორისო სასამართლომ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი