„თავისუფალი საქართველო“ - ფინანსურმა პოლიციამ ზუგდიდის ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები დაარბია

„თავისუფალი საქართველოს“ რეგიონალური ხელმძღვანელის ზურაბ ჯინჯოლავას განცხადებით, ფინანსურმა პოლიციამ ზუგდიდის ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები ძალის გამოყენებით დაარბია, რა დროსაც რამდენიმე მოვაჭრე ფიზიკურადაც დაშავდა.

„ორმოცდაათამდე პოლიციელი ბაზრის ტერიტორიაზე მოულოდნელად გამოჩნა. მათ ყოველგვარი განმარტების გარეშე დაიწყეს მოვაჭრეების დარბევა და მათთვის კუთვნილი პროდუქციის ჩამორთმევა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დე ფაქტო საზღვრიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ საქონელსა და მათ შემომტანებს ებრძოდეს, პირიქით ხდება, ადგილობრივი ხელისუფლება ძალის გამოყენებით კანონმორჩილ მოქალაქეებს ებრძვის და მათ ინტერესებს სრულ იგნორირებას უკეთებს“, - განაცხადა ზურაბ ჯინჯოლავამ.

მისივე განმარტებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უაქციზო სიგარეტის ამოღების მოტივით აქციზური სიგარეტის კოლოფებიც კი გაანადგურეს, ასევე დარბეულია მოვაჭრეთა სავაჭრო დახლებიც.

„ხელისუფლებას ურჩევნია, იმ პრობლემებს მიხედოს, რომელიც წლებია უკვე ზუგდიდსა და მთლიანად რეგიონს აწუხებს. იმის მაგივრად, რომ პოლიცია უკანონობას ებრძოდეს, თავად აფარებს ხელს დამნაშავეებს და ხელს უწყობს კონტაბანდული ტვირთების შემოტანას აფხაზეთიდან. ის რაც დღეს მოხდა, ეს არის ხელისუფლების წინასაარჩენო „ტრიუკი“, რომ თითქოს წესრიგს იცავს რეგიონსა და ზოგადად ქვეყანაში“, - განაცხადა ჯინჯოლავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა