შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა

შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოინახულა და ახალი, სამედიცინო აპარატურით სრულად აღჭურვილი 3 ავტომობილი პირადად დაათვალიერებინა.

„ამ ეტაპზე შიდა ქართლს სულ 5 ავტომობილი გადაეცა. მათგან 3 - გორში, 1 - ქარელში და 1 კასპში განთავსდა. მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომელთაგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ