სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.

„დრონები და ვერტმფრენები ადგილზე არიან მობილიზებულები, მაშველები სამძებრო სამუშაოებს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახორციელებენ“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

იხილეთ ვიდეო: სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება