გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბა ჩხარტიშვილს ძალადობას ედავებიან, რასაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

"სასამართლომ თავისი ინიციატივით მოიწვია მხარეები და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნებიან ბრალდებულები. ჩვენ საკმაოდ დასაბუთებული შუამდგომლობა გვექნება იმისთვის, რომ კონკრეტულად საბა ჩხარტიშვილი პატიმრობაში არ იქნას დატოვებული.

საბა ჩხარტიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული მუხლი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე ალტერნატივის სახით ჯარიმასაც და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასაც. შესაბამისად, აღნიშნულ მუხლზე პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით საბა ჩხარტიშვილს ბრალი არ ედება. ეს ძალადობა გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ უკავშირდება", - აცხადებს ჭიკაიძე.

ადვოკატი საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დატოვოს. ის დღევანდელ სხდომაზე საბა ჩხარტიშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს