„თელასის“ ინფორმაციით, ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება დაახლოებით 2 საათში აღუდგება

„თელასის“ ინფორმაციით, ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება დაახლოებით 2 საათში აღუდგება.

„დღეს, 27 ივლისს 11:50 საათზე დაზიანდა 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები „მახათა-1“ და „მახათა-2“. „მახათა-1“-ის გაწყვეტილი სადენები დაეცა „მახათა-2“ გადამცემ ხაზს. ამის გამო ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ახორციელებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მომხმარებლების ელექტრომომარაგება დაახლოებით 2 საათში აღდგება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს