ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ

28 ივლისს სასტუმრო „სტამბას“ ვერანდაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დონორ ორგანიზაციებთან ერთად აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

„როგორი უნდა იყოს აგრარული პროფესიული განათლების პოლიტიკა, როგორ უნდა დარეგულირდეს საგანმანათლებლო სისტემასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობა, ვინ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება და გააძლიეროს ადამიანური რესურსი სოფლის მეურნეობაში - ამ თემებზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუოს წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან თამარ ქიტიაშვილთან ერთად იმსჯელებენ.

დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუო 2019 წლიდან უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას. ორგანიზაციის მიზანია ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში ადამიანური რესურსის გაძლიერება.

პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (MESCS) მხარდაჭერით დარგობრივი უნარების ორგანიზაციის აგრო დუოს მონაწილეობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით”,-აღნიშნულია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა