სავაჭრო პალატის საავიაციო კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატის საავიაციო კომიტეტმა პირველი სამუშაო შეხვედრა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან გამართა. აღნიშნულის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რამდენად იქონია გავლენა ვირუსის შედეგად შექმნილმა ვითარებამ კომიტეტის წევრებზე, რა ნაბიჯები უდნა გადაიდგას კრიზისის გადასალახავად და რა დახმარებებს საჭიროებს საავიაციო ბიზნესი - ეს იყო ის მთავარი საკითხები, რომლის გარშემო მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ესწრებოდნენ.

სავაჭრო პალატის ცნობით, მონაწილე მხარეებმა ის მიმდინარე თემებიც განიხილეს, რომელიც კომიტეტის ერთიან ხედვაშია ასახული. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო რეგულარული ავიარეისების აღდგენას და ფრენების ექსპლუატაციის ახალ წესებთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით და ასევე, დაიგეგმება თემატური შეხვედრები კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით კომიტეტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე თუ სხვა აქტუალურ საკითებს შეეხება.

ამ დროისთვის, ავიაციის კომიტეტი 58 წევრ ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიას, მათ შორის საქართველოს მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებს, ავიაკომპანიებს, საწვავის მიმწოდებელ კომპანიებს, სავააციო უნივერსიტეტს, საავიაციო ქარხანას, ჰენდლინგურ კომპანიებს, IATA-ს წევრ ტურისტულ სააგენტოებს და სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს