დღგ-ს რეფორმაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიდა.

„საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს.

დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან ბაინდურაშვილი. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 14 ივლისს დაამტკიცა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს