თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - მივმართე საელჩოს, ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან,  ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ.

ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან უკვე მიმართა საელჩოს და უახლოეს პერიოდში აპირებს განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ამერიკიდან სპეციალისტების მოწვევას.

„აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც.

უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ - შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე: ამ კომპიუტერში დევს პასუხი კითხვაზე რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? - რამიშვილმა უპასუხა: „შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი“, - განაცხადა რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ალბათ მალე აშშ-ს ფედერალური ბიუროდან სპეციალური ექსპერტების მოწვევას მოვითხოვ, რომ კომპიუტერი გახსნან" - მიხეილ რამიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა