ექსპერტი - შესაძლებელია, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სამსახურს უკავშირდებოდეს, ასეთ პროფესიონალებს სადაზვერვო სამსახურები ამოცანების გადასაჭრელად იყენებენ

ვუშვებ გარკვეულ ალბათობას, რომ შესაძლებელია, ყველაფერი ის, რაც მოხდა უკავშირდებოდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას, ასეთი ტიპის პროფესიონალები უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოიყენება კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დავით კუხალაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კუხალაშვილმა გადაცემაში რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაში აშკარა მოქმედებები ნაკლებად არის და შენიღბვის მაღალი დონეა გამოყენებული.

„ეს არის მიმართულება, რომელზეც თანამედროვე სადაზვერვო სამსახურები აქტიურად მუშაობენ. ამ წუთში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს გოგონა მუშაობდა სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლად. უბრალოდ, შეკვეთების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია მას გარკვეული დავალება მისცეს, შეასრულა ეს დავალება და შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს დავალება გარკვეულწილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მეორე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მას მისცეს გარკვეული დავალება, მან აღიქვა რომ ეს დანაშაულს უკავშირდებოდა, უარი თქვა ამის შესრულებაზე, აქედან შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის საშუალება. ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ვფიქრობ, რომ სამსახურებრივი მიმართულებით მთლად კარგი სიტუაცია არ უნდა იყოს.

სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაში აშკარა მოქმედებები ნაკლებად არის და შენიღბვის მაღალი დონეა გამოყენებული. შესაძლებელია ეს გოგონა და კომპანია ძალიან დაბალი დონის იერარქიას წარმოადგენდეს და რეალურად ეს ერთ-ერთი პატარა სეგმენტი იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება კიბერშეტევები საქართველოში და უამრავი ინფორმაციის მიტაცება ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ კარზე გვაქვს არჩევნებიც. შესაძლებელია, ამ მიმართულებითაც საინტერესო მომენტები იყოს, რადგან პერსონალურ მონაცემთა ფლობა არჩევნებში საკმაოდ კარგ „კოზირს“ აძლევს“ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა კუხალაშვილმა.

ასევე კუხალაშვილი არ გამორიცხავს კიდევ ერთ ვერსიას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საქმის შესრულებისას გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა მიიღო, რომელიც კომპანიის ბექგრაუნდი იყო და იმ კომპანიის კომპრომეტაციასაც იწვევდა.

„ერთ-ერთ ფორუმზე წავაწყდი ინფორმაციას, რომელიც 2018 წელს არის გამოქვეყნებული და მითითებულია ამ კომპანიის სახელწოდება. საუბარია პორნოსაიტებთან დაკავშირებით და არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურებისთვის უყურადღებოდ უნდა დარჩეს. საუბარია გარკვეულ სტატისტიკაზე, რომელიც გაკეთდა მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით - თუ ვინ და რა პროცენტული რაოდენობით მოიხმარდა პორნოსაიტებს“, - განაცხადა კუხალაშვილმა და დასძინა „ვერსიებიდან გამომდინარე გარკვეულწილად ვფიქრობ, მისი გარდაცვალება მაღალი ალბათობით უკავშირდებოდეს მის საქმიანობასაც კი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა