„ბილაინი“ მომხმარებლებს  ინტერნეტპაკეტების ახალ ხაზს სთავაზობს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი“, მომხმარებლებს ინტერნეტპაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ მაქსის“ სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, „ინტერნეტ მაქსი“ რამდენიმე სხვადასხვა პაკეტისგან შედგება და ფიქსირებულ მეგაბაიტებთან ერთად ღამის ულიმიტო ინტერნეტსაც მოიცავს.

„ინტერნეტპაკეტებში შემავალი მეგაბაიტების რაოდენობა მორგებულია სხვადასხვა მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს:

2 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: 7

4 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: 11

10 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: 17

30 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი: 30

გარდა ამისა, MyBeeline აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით: 3 GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი ₾ 7. „ინტერნეტ მაქსი“ პაკეტების მოქმედების ვადა 30 დღეა და მათი აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ბილაინის ვებგვერდიდან და ბილაინის facebook ჩატ-ბოტის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.beeline.ge“,-აღნიშნულია კომპანია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა