გიორგი ვაშაძე - მივმართავ „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს, ხელი ნუ წაგიცდებათ არჩევნების გაყალბებაზე!

მივმართავ „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს - ხელი ნუ წაგიცდებათ არჩევნების გაყალბებაზე. თუ ამას გააკეთებთ, პერსონალური სანქციები არ აგცდებათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ - ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარს.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მკაფიო გაფრთხილება მიიღო.

„სახელმწიფო დეპარტმაენტის მხრიდან „დამსხვრეული ოცნებების“ რვაწლიან საქმიანობაზე პირდაპირი და ძალიან მძლავრი, მკაფიო გაფრთხილებაა არჩევნებთან და სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. გავიხსენოთ, რომ 15%-იან სანქციაზე სწორედ პომპეომ უნდა გააკეთოს მოხსენება სენატსა და კონგრესში, ამიტომ ძალიან მკაფიოა ეს გაფრთხილება. ეს არის მკვეთრი განაცხადი, რომელიც გაკეთებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან”,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ეცდება, დასავლური სამყაროსთვის „შავ სიაში” მოხვდება.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მისტრის მიერ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მაიკ პომპეოსთან საუბარს ეხებოდა.

„გახარია ერთს წერს, მეორეს აკეთებს. ის არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის ერთ-ერთი მარიონეტი, რომელსაც დღეს პრემიერ-მინისტრი ჰქვია. მას რომ უბრძანოს საკუთარმა მბრძანებელმა, დღესვე დატოვებს თანამდებობას. მან იცის, რომ ერთადერთ ამოცანა, რაც ახლა აქვს არის ის, რომ აირიდოს პერსონალური სანქციები თავის თავზე. მან იცის, რომ პერსპექტივა ამ ქვეყანაში არ აქვს”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

„ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა