ალეკო ელისაშვილი - ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია, უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოში იციან

რაღაცას მაიმუნობენ. სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, უნდათ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის, - ასე ეხმაურება „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებზე შეჯერდნენ.

ელისაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რომ სიტუაციას ყოველთვის „ევროპული საქართველო“ ურევს.

„ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით. ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? გიგი უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არ იციან, მთელ საქართველოში იციან და მგონი დედამიწაზე, რომ მან 50 მილიონი ჩვენი ფული მოიპარა“,-აღნიშნა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია, უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოში იციან - ალეკო ელისაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა