ბორის ჯონსონი - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნები შეიმჩნევა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნები შეინიშნება.

„მოდი, გარკვევით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ევროპაში, ვშიშობ, ზოგიერთ ადგილას პანდემიის მეორე ტალღის ნიშნების დანახვა დავიწყეთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამართლა ხელისუფლების გადაწყვეტილება ესპანეთთან მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

„ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედების განხორციელება იქ, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მატულობს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, ესპანეთში გამგზავრებისგან, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ. ქვეყანაში ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კი ორკვირიანი კარანტინი დააწესა. ამ გადაწყვეტილებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა არამართებული უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში ტურისტები იმაზე მეტად იქნებიან დაცული, ვიდრე ისინი დიდ ბრიტანეთში არიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი