ჩინეთში, აპრილის შემდეგ პირველად, კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსის 101 შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 98 შიდა გადაცემის შედეგია, საიდანაც 89 სინძიანის პროვინციაში გამოვლინდა.

ცნობისათვის, ჩინეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების დღიურმა რაოდენობამ 100-ს ბოლოს 12 აპრილს გადააჭარბა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 060 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 ადამიანი დაღუპულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა