რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან გადაიყვანა, მას მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა.

"პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ტესტი მეორედ გადამოწმდა და ,,კოვიდ-19“ დადასტურდა“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე უცნობია 87 წლის ქალის ინფიცირების წყარო.

იხილეთ ვიდეო: რუსთავის "ცხელების ცენტრში" 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ