მინისტრის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო და მათ სერტიფიკატები გადასცა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროფესიული მომზადების პროგრამების კურსი 27-მა ბენეფიციარმა წარმატებით დაასრულა.

„კურსდამთავრებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით ადრეულ ასაკში დაინტერესდნენ. ძირითადი შემადგენლობა IT სფეროში დასაქმებული პირები იყვნენ, რომლებმაც კურსი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული წინსვლის მიზნით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ კურსზე ბენეფიციარებმა პროფესიული მომზადების 3 პროგრამა დაასრულეს: სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (Java); ვებგვერდის ინტერფეისის მოდელირება (Mark Up); Javascript დეველოპერი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარებმა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსი დაასრულეს IT მიმართულებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატები მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროფესიები დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვანდია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია სამომავლოდ არაერთი პროგრამის დანერგვას გეგმავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა