მარინა ეზუგბაია - ვიდრე ქვეყანაში კოვიდინფიცირებულები არსებობს, რეგულაციების საჭიროებაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელ რეგულაციებს შორისაა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

მისივე განცხადებით, კორონავირუსი არსად წასულა და მოსახლეობამ მასთან ერთად თანაარსებობა უნდა გააგრძელოს.

„ყველა ახალი შემთხვევის 50% მაინც არის შემოტანილი შემთხვევა, დანარჩენი არის ადგილობრივი წყაროებიდან. დადასტურებული შემთხვევების ასეთი თვალსაჩინო მატება არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი იქნება ახალი დადასტურებული შემთხვევა თუ 10, კოვიდ ინფექცია არსად მიდის, არსებობს. ეს დაავადება ალბათ გააგრძელებს ჩვენთან ერთად თანაარსებობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობას მუდმივად ვუმეორებთ, რომ უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, დისტანცირებულები უნდა ვიყოთ, სადაც დისტანცირებულები არ ვართ, პირბადეები უნდა ვატაროთ, დიდი თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდოთ და ჩვენ თვითონ არ უნდა შევქმნათ ასეთი თავშეყრის ადგილები. სანამ კოვიდ ინფიცირებულები არსებობს ქვეყანაში, ჩვენს გარშემო და მსოფლიოში, ყველგან ასეთი რეგულაციის საჭიროება არსებობს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა