COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19–ის დიაგნოზით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობაა 15. კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში ჭარბობენ 70 წელს გადაცილებული პაციენტები. სქესის მიხედვით კი შემთხვევები თითქმის თანაბრად გადანაწილდა.

გარდაცვლილთა შორის 8 პირი დაინფიცირდა თბილისის, 3 - ქვემო ქართლის, 2 - აჭარის რეგიონში. 2 იყო იმპორტირებული შემთხვევა: ერთი აზერბაიჯანიდან, ხოლო მეორე - სომხეთიდან.

ანგარიშის თანახმად, ლეტალური შემთხვევების 93%-ში ძირითადი დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, მათ შორის 78%- ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 64%-ს.

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს - ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 2020 წლის პირველი 6 თვის პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: 7%-ით 2019 წელთან და 1%-ით 2018 წელთან შედარებით.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ