აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს, მათი ნაწილი კი კვლავ ევროპაში დარჩება

აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა და საზოგადოებას ევროპაში ამერიკის ჯარების გადანაწილების გეგმა გააცნო.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის (EUCOM) ამჟამინდელი გეგმის თანახმად დაახლოებით 11 900 შეიარაღებული ჯარისკაცი გადანაწილდება გერმანიიდან, რაც ნიშნავს 36 000 ჯარისკაციდან 24 000-მდე შემცირებას იმგვარად, რომ გაძლიერდეს ნატო, გაიზარდოს რუსეთის შეკავება და შესრულდეს ჩემს მიერ წამოყენებული სხვა პრინციპები. ამ 11 900 ჯარისკაციდან დაახლოებით 5,600 სამხედრო მოსამსახურე გადანაწილდება ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ხოლო 6,400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება. ამ დანაყოფების უმეტესობა ან მსგავსი დანაყოფები დაიწყებენ როტაციულ განლაგებას ისევ ევროპის შიგნით“, - განაცხადა ესპერმა.

შეგახსენებთ, ივნისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებდა. დონალდ ტრამპი გერმანიას საყვედურობს, რომ თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ ნატო-ს მოთხოვნას არ ასრულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა