ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა თსუ-ს გადაეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახს მისი ბიბლიოთეკისა და პირადი ნივთების გადმოცემისთვის.

„უნივერსიტეტს გადმოეცა ჩვენი კურსდამთავრებულის, ცნობილი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელშიც ბევრი საგულისხმო პუბლიკაციაა. ავლიპ ზურაბაშვილი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, აკადემიკოსი, რომელმაც ჩამოაყალიბა მთელი სამეცნიერო სკოლა და დღემდე ამ სახელით ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თაობა, რომელიც გაიზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებაზე, ისარგებლებს ამ ბიბლიოთეკით. სწორედ ეს არის წიგნის ცხოვრების არსი, რომ თაობებმა მიიღონ ცოდნა და გახდნენ მაღალი დონის სპეციალისტები“, - განაცხადა გიორგი შარვაძიძემ.

„პაპა იყო, არის და იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დიდი ნაწილი და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან საამაყოა, რომ უნივერსიტეტმა შექმნა კუთხე ამ ისტორიის გასაგრძელებლად. წიგნებმა, რომელიც პაპას ჰქონდა, იპოვა თავისი ადგილი და გაცოცხლდა. რადგან ის წიგნები, რომლებიც დევს სახლში, შეიძლება ნახოს მხოლოდ ოჯახის წევრმა, ხოლო წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაშია საშუალებას აძლევს ნებისმიერ მკვლევარს გაეცნოს და ისწავლოს”, - განაცხადა ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილმა, თსუ პროფესორმა დავით ზურაბაშვილმა.

„ავლიპ ზურაბაშვილის ნივთების უნივერსიტეტისთვის გადმოცემა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თსუ-ს დამთავრება ნიშნავს იმას, რომ შენ მუდმივად რჩები იმ დიდებული კოჰორტის წევრი, რომელიც სამშობლოს ემსახურება და რომელსაც მეცნიერება, განათლება და ქვეყნის წინსვლა ჰქვია,“-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ბიბლიოთეკა შედგება 2000-მდე საბიბლიოთეკო ერთეულისაგან, რომლითაც სარგებლობდა მეცნიერი და, აგრეთვე, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები, როგორც წმინდა სამეცნიერო ფსიქიატრიის მიმართულებით, ასევე პოპულარული ხასიათის. კოლექციაში ასევე არის საარქივო დოკუმენტები, სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილები, ფოტომასალა და რამდენიმე მემორიალური ნივთი, მათ შორის, მისი პასპორტი და ანდერძი.

ღონისძიებას ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები, მოსწავლეები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ცნობილი მეცნიერი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა - 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის