„გრინვეი“ - ტექინსპექტირების ვადის გადაცილება კვლავ ჯარიმას ექვემდებარება

ტექინსპექტირების ვადის გადაცილება კვლავ ჯარიმას ექვემდებარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გრინვეიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ავტომობილების ტექინსპექტირების ბოლო ვადა იმ ავტომფლობელებისთვის, ვისაც ტექინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდა, 21 ივლისს ამოიწურა.

„ვინც ამ ვადაში ვერ გაიარა ტექინსპექტირება, მაქსიმალურად უნდა იჩქარონ, რათა თავიდან აირიდონ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც ტექინსპექტირების ვადის გადაცილების გამო შეიძლება დაეკისროს ავტომფლობელს.

როგორც ცნობილია, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, კარანტინის გამო, ბევრმა ავტომფლობელმა ვერ მოახერხა საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარება. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მათ ტექინსპექტირების გასავლელად დამატებით 2 თვის ვადა მიეცათ, რომელიც 21 ივლისს ამოიწურა. შესაბამისად, ყველა ის ავტომფლობელი, რომელმაც ამ 2-თვიან ვადაშიც არ გაიარა ტექინსპექტირება, შესაძლებელია დაჯარიმდეს.

ჯარიმა ასევე შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ იმ ავტომფლობელს, ვისაც ტექინსპექტირება 21 ივლისის შემდგომ უწევთ, თუკი ისინი შესაბამის თარიღს გადააცილებენ.

ასე რომ, დროა გადაამოწმოთ, როდის უწევს თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირება და მოემზადოთ „გრინვეიში“ ვიზიტისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როდის გიწევთ ტექინსპექტირების გავლა და წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი, თქვენთვის სასურველ დროსა და მისამართზე, "გრინვეის" ვებ გვერდის www.umartivesad.ge ან ტელეფონის 2 99 77 77 საშუალებით.

თუ დაკავებული ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ „გრინვეის“ კონსიერჟის სერვისით - თქვენს ავტომობილს კონსიერჟი წაიყვანს, გაატარებს ტექინსპექტირებას და დაგიბრუნებთ უკან.

გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში. გაეცანით ამ ცვლილებებს "გრინვეის“ ვებ გვერდზე და გაითვალისწინეთ ისინი ტექინსპექტირებისთვის მომზადებისას.

როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭე აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი) დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა