ხატია დეკანოიძე - ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენს

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლას ახდენს, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

მან მოუწოდა მმართველ პარტიას, შეეშვან ადამიანებზე ზეწოლასა და მუქარას, ვინაიდან ყველა ასეთი ფაქტი აღიქმება არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოდ.

„მინდა მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში ჩვენი პარტიის წარმომადგენელ ვაჟა თავდგირიძეზე განხორციელებულ ზეწოლას გულისხმობს. თავდგირიძე უკვე თვეებია მკურნალობს მძიმე დაავადებას, სიმსივნეს. შესაბამისად, ამის ფონზე, მოუწია რამდენიმე სხდომის გაცდენა. მან წარმოადგინა ყველა სამედიცინო ცნობა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშამიძე, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მასზე ზეწოლას ახორციელებს. მან დაიბარა თავდგირიძე და უთხრა, რომ თუ ენმ-ს დატოვებდა, მას არ შეუწყდებოდა უფლებამოსილება როგორც საკრებულოს წევრს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიყენებდა ყველა ბერკეტს და უფლებამოსილებას შეუწყვეტდა.

მინდა გავაფრთხილე „ოცნების“ წარმომადგენლობა ხელვაჩაურში - არ გაბედოთ ზეწოლა, ადამიანების დაშინება. შეეშვით სუს-ის დაკვეთების შესრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაგრძელდება, ჩვენ მივმართავთ სხვა ხერხებს. მივმართავთ საერთაშორისო მისიებს და დამკვირვებლებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა