რატი იონათამიშვილი რურუას განაჩენზე - წერტილი დაესვა ხელმოცარული ოპოზიციის კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა ოპოზიციის „აბსურდულ კამპანიას", რომლითაც ისინი რურუას უდანაშაულოდ წარმოჩენას ცდილობდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. სასამართლომ გამოიტანა ობიექტური განაჩენი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ამ განაჩენით წერტილი დაესვა კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის იმ აბსურდულ კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ ამ პროცესში,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, „მთავარი არხის"ერთ - ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი