IDFI-ს 2019 წლის ანგარიშში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამჭვირვალობის ხარისხი 100%ით შეფასდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციების სიაში 100%-იანი შედეგით მოწინავე ადგილს იკავებს. კვლევის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, კვლევის „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (2019)“ ფარგლებში, რომელშიც 284 საჯარო დაწესებულება მონაწილეობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის ყველაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაციების სამეულშია.

როგორც კვლევის პრეზენტაციაშია ნათქვამი, სამსახურმა 100 %- იანი მაჩვენებელი აჩვენა, რაც კვლევის მიხედვით გულისხმობს იმას, რომ ყველა მოთხოვნაზე სამსახურმა სრულყოფილი ინფორმაცია კანონით მინიჭებული 10 დღის ვადის დაცვით გასცა.

აღსანიშნავია, ისიც რომ სამსახური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევებში დადებით მაჩვენებელს 2014 წლიდან აჩვენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა